22:08 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 20:37:33, 1048 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: IRI-ის კონტრაქტორი კვლევითი ორგანიზაციები ყალბ მონაცემებს დებენ

„კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტოო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გამაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ვინ ატარებს კვლევას.

„ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს  ერთი უცნაურობა ჭირთ - პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას როგორიც IRI-ია  მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს,  კვლევის შედეგები, განსაკუთებით, „რატომღაც" მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება.

ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm,  რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოს", მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ „ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია  საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს  იცოდეს რეალური მონაცემები  და რეალური განწყობები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics