01:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 18:35:51, 983 ნახვა

პოლიტიკა
IRI -კვირას რომ არჩევნები იყოს – ოცნება - 33%, ენმ - 16%, ევრო-დემოკრატები- 5%

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები - 5% (მეორე არჩევანი - 6%). 

ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელს მხარს 3% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), პატრიოტთა ალიანსს 3% (მეორე არჩევანი - 5%), ლეიბორისტული პარტიას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 4%), ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას მხარს 2% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 3%). 2-2% დაუჭერდა მხარს ლელოსა (მეორე არჩევანი - 3%) და გირჩს (მეორე არჩევანი - 1%). 

მოსახლეობის თითო-თითო პროცენტი ასახელებს დემოკრატიულ მოძრაობას, გამარჯვებულ საქართველოსა და სხვა პარტიას. კიდევ ერთი პროცენტი არცერთს არ ასახელებს. არ იცის 17%-მა, პასუხის გაცემა არ სურს 11%-ს. 

ამასთან, კითხვაზე "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არცერთ გარემოებაში?", ყველაზე მეტი, 29% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 25% ქართულ ოცნებას, 16% გირჩს, 12% კი პატრიოტთა ალიანსს. 9-9% არასდროს მისცემდა ხმას ლეიბორისტულ პარტიას, პარტიას სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) და დემოკრატიულ მოძრაობას (ნინო ბურჯანაძე). 

7% არასდროს მისცემდა ხმას ევროპულ საქართველოს/თავისუფალ დემოკრატებს. 6-6% ხმას არასდროს მისცემდა გამარჯვებულ საქართველოს (ირაკლი ოქრუაშვილი), კონსერვატიულ პარტიასა და ლელოს. 5-5% ხმას არასდროს მისცემდა ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელსა და თავისუფალ საქართველოს, 4-4% რესპუბლიკელებსა და სამოქალაქო მოძრაობას (ალეკო ელისაშვილი). 

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი – 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics