2020-08-10 12:45:41, 1271 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილის და ჩოჩელების პარტია, რომლის პრეზენტაცია მომდევნო კვირას გაიმართება, ოპოზიციური იქნება
პარტია "პროგრესი და თავისუფლება", რომელიც ბიზნესმენებმა კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა შექმნეს, ოპოზიციური იქნება.
როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი პოლიტიკური ძალა ხელისუფლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს დაუპირისპირდება.
ოპოზიციური გაერთიანება პრეზენტაციას სავარაუდოდ, ერთ კვირაში გამართავს.
პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ გამოჩნდა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან