2020-08-04 18:51:12, 2198 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს
ალეკო ელისაშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.
ამის შესახებ ელისაშვილმა პოლიტიკური გუნდის „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„პარტია „მოქალაქეების“ სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან