2020-08-01 16:19:39, 3682 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატს არ დამიყენებს
დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია არ დამიყენებს კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთში, - ამის შესახებ მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი იმედით, თუ ოპოზიცია მას კანდიდატს არ დაუყენებს აღნიშნულ ოლქში ამით, ხელს შეუშლის გია ვოლსკის გამარჯვებას დიდუბე-ჩუღურეთში.
„ოპოზიციას რაც შეეხება, დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია არ დამიყენებს კანდიდატს დიდუბე-ჩუღურეთში და არ ეცდება გაყოს კრიტიკული მასა მოსახლეობისა, რომელიც იქაა და ამით არ მიეხმაროს გია ვოლსკის, რომ მოიგოს არჩევნები“, - განაცხადა „ტვ. პირველის“ ეთერში დოლიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან