2020-07-30 14:36:34, 3605 ნახვა
პოლიტიკა
ანნა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს
ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა „მთავარი არხის“ მფლობელის გიორგი რურუას განაჩენს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა.
ანნა ფოტიგა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეწყალების უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს.
"საქართველოს მეგობრები მედიამფლობელის, გიორგი რურუას პატიმრობასა და სასჯელს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მინიჭებული უფლება, როგორც ეს გააკეთა 8 მარტის შეთანხმების ნაწილში. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას არჩევნების წინ“, - წერს ფოტიგა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან