22:22 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 12:45:44, 3502 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა: „ფრონტერას" ყველა მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსურია

„ფრონტერას" ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს  საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, უსუსური და არაფრის მომცემია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფრონტერას“ დარჩენასთან დაკავშირებით გადაწყვტილება მიიღეს, რადგან გაუფრთხილდნენ იმ საინვესტიციო გარემოსა და იმიჯს, რაც საქართველოს გააჩნია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის ყველა პრინციპული მოთხოვნა მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ და გვქონდა სრული შესაძლებლობა, „ფრონტერასთან"   მოგვეშალა კონტრაქტი, რადგან ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს და არსებითად დაარღვიეს ხელშეკრულება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია დარჩეს თავისი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, სადაც წარმოებს მოპოვება და შეუფერხებლად განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები კონტრაქტით დადგენილ ვადებში. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ძალიან ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას და ვუფრთხილდებით იმ საინვესტიციო გარემოს, იმ იმიჯს, რაც გააჩნია საქართველოს", - განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავას შეფასებით, „ფრონტერას" ყველა მცდელობა, ოდნავ მაინც ჩრდილი მიაყენოს  საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, არის უსუსური და არაფრის მომცემი.

„კომპანიის ასეთი მცდელობებით მორიგი შედეგი დადგება ის, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება ზოგიერთი  ჩვენი პარტნიორი, ზოგიერთი კონგრესმენი, რადგან არასწორი, მცდარი ინფორმაცია იქნება  მათთვის მიწოდებული „ფრონტერასა" და მათი ლობისტების მხრიდან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics