17:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-21 10:17:23, 1957 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგება გრძელდება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი  სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან,  შალვა ბერძენიშვილთან ერთად გაეცნო.

“აგრობარათების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დარიცხული აგროქულებით ფერმერებს  შესაძლებლობა აქვთ  ნაკლები დანახარჯებით, შეუფერხებლად განახორციელონ  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა”, -განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის  მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების” სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის  აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის და აგრობარათების დარიგება  ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფერმერები, დარიცხული ქულებით, სასოფლო-სამეურნეო საქონელს სპეციალიზებულ მაღაზიებში იძენენ.

ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და  დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწმონ, ხოლო ბანკში ვიზიტის დროს, თან  უნდა იქონიონ  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით.  1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

პროგრამის ბენეფიციარებს  დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის  20 მაისამდე შეეძლებათ. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების” სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37  მილიონ ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics