|
2020-06-13 12:53:37, 1122 ნახვა
რეგიონი
ახალი წიგნი გიდებისთვის - ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოზე მუშაობა იწყება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმისა და ქობულეთის თემატური ტურების სახელმძღვანელოებზე მუშაობას იწყებს. წიგნები, რომელიც გიდების ინიციატივითა და რეკომენდაციით იქმნება, ბათუმსა და ქობულეთში სხვადასხვა თემატურ ტურებს გააერთიანებს. სახელმძღვანელოებში თავმოყრილი იქნება ორივე ქალაქში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურები თავისი რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით. პროექტის ფარგლებში ასევე, იგეგმება ქალაქის ტურების განიშნულიანება და ტურში შემავალ ობიექტებზე საინფორმაციო დაფების განთავსება. „მნიშვნელოვანია, რომ გიდებს მათთვის საჭირო და საინტერესო პრაქტიკული ინფორმაციები ახალი სახელმძღვანელობისა თუ ტრენინგების სახით მივაწოდოთ. წიგნი, რომელზეც მუშაობას ვიწყებთ გიდების ინიციატივით მზადდება. მათი სურვილია შემუშავდეს ქალაქის სხვადასხვა თემატიკის და ხანგრძლივობის მზა ტურები. პროექტი საშუალებს მოგვცემს გავამრავალფეროვნოთ ქალაქ ბათუმის და ქობულეთის თემატური ტურების შეთავაზების პაკეტები, ქალაქის სტანდარტულ ტურებთან ერთად შევქმნათ კულტურული, ისტორიული, ძველი ბათუმის, ბულვარის, ცნობილი ადამიანების ან მუზეუმების ტურები და სხვადასხვა ხანგრძლივობის მარშრუტები. სახელმძღვანელოს შემუშავების მთავარი მიზანია დამუშავდეს და ერთ სივრცეში განთავსდეს გადამოწმებული, შეჯერებული და ტურისტულად მნიშვნელოვანი ინფორმაციები ბათუმისა თუ ქობულეთის ქალაქის ტურების შესახებ. პროქტში აქტიურად იქნებიან ჩართულები მოქმედი გიდები და თემატიკების მიხედვით დარგის პროფესიონალები, “განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორი პრაქტიკული სახელმძღვანელო უკვე მოამზადა. წიგნები „გიდის პროფესია“ და „ღვინის მეგზური“ დამწყებ გიდებს პროფესიის უკეთ დაუფლებაში, ახალი სტანდარტების გაცნობასა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით პრაქტიკულ-თეორიული ცოდნის შეძენაში ეხმარება.
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)