|
2020-05-12 15:01:06, 1357 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი - უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს. „გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს ასევე საქართველო სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო, ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, ვმადლობთ ყველაფრისთვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ეს პატრონობა ყოველდღე სჩანს. მე მინდა, ვთხოვო მეუფე შიოს, წაიკითხოს ქართლის ცხოვრებიდან ის ადგილი, სადაც მაცხოვარი უფალი ავალებს ღვთისმშობელს, რომ წამოვიდეს საქართველოში. ეს არის უდიდესი სასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა და ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს, მადლობას შევწირავთ უფალს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი იზეიმებს ამ დიდ დღესასწაულს, დალოცვილი იყავით, გაიხარეთ“, - განაცხადა პატრიარქმა.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი შევარდა - ერთი პირი დააკავეს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)