|
2020-05-11 12:17:22, 1397 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე სიახლეების შესახებ ანგარიში მოისმინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტთან ერთად, ის სიახლეები წარმოადგინა, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განხორციელდა. რეფორმირების ფარგლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა 100%-ით გაიზარდა, განახლდა ავტოპარკი, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული მომსახურების სერვისები. აღნიშნულმა ცვლილებებმა სამსახურს საშუალება მისცა, გაეზარდა პრევენციული სამუშაოების ეფექტურობა. სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი პერმანენტულად მუშაობს სამსახურში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და აქტიურ გამოყენებაზე. შეიქმნა ინტერაქციული რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა, დისტანციურად განხორციელდეს შემთხვევების მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით. რუკაზე დატანილია სტრატეგიული ობიექტები, სახანძრო ჰიდრანტების განლაგება, წყლის რეზერვუარების ლოკაციები და ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ამარტივებს სახანძრო-სამაშველო ოპერაციებს. ასევე, მოხდა საკომუნიკაციო საშუალებების განახლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა უპილოტო საფრენი აპარატებით მუშაობის დანერგვა, როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებში. გარდა ამისა, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკის აღრიცხვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტი ინფორმაციის აკუმულირებას, რაც საშუალებას იძლევა, ანალიზის საფუძველზე დაიგეგმოს და განხორციელდეს ოპერაციები. უწყების ცნობით, პრეზენტაციის შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა დადებითად შეაფასა სამსახურში განხორციელებული რეფორმები და მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს - თემურ მღებრიშვილს და ამავე სამსახურის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი როინ ვარშანიძე, სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა ქემერტელიძე და მისი მოადგილე ნანა ტაბაღუა.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)