2020-05-08 17:32:21, 1474 ნახვა
საზოგადოება
დღეს „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა
დღეს „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ფეხსაცმელები მიიტანეს. აქტივისტების თქმით, ეს იმ ადამიანებს წარმოადგენდა, ვინც „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობას აპროტესტებს, თუმცა იმის გამო, რომ სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა აკრძალულია, ვერ მივიდნენ.
აქტივისტებმა დააანონსეს, რომ 23 მაისს თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ანას ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა რამდენიმე დღის წინ კვლავ განახლდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან