18:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 09:15:41, 1356 ნახვა

საზოგადოება
დღეს ამსტერდამიდან საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

დღეს ამსტერდამიდან საქართველოში 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

ამის შესახებ საგარეო უწყების წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მისი თქმით, ბორტზე იმყოფებიან ტრანზიტული მგზავრები, 98 ადამიანი, საიდანაც 66 სტუდენტია.

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს ამსტერდამიდან 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

COVID-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს ნიდერლანდებიდან მესამე ჩარტერული რეისია.

მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები და მეზღვაურები. ასევე, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ყველა მგზავრი ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

“შესრულდება ჩარტერული რეისი თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით. აღნიშნული ფრენით სამშობლოში დაბრუნდება 180-მდე მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ბორტზე იმყოფებიან ტრანზიტული მგზავრები, 98 ადამიანი, საიდანაც 66 სტუდენტია. ასევე მგზავრებს შორის იმყოფებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები. ასევე, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი, ტრანზიტული მგზავრებისთვის, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდებიან მოქალაქეები ამერიკიდან. 9 მაისს შესრულდება ბერლინი-თბილისის რეისი. ამ ეტაპზე სახელმწიფოს ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 9,800-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა”,  - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics