14:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 19:00:38, 1519 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში N26 ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, ისნის რაიონში მდებარე N26 საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად ხორციელდება, რომელმაც დემონტაჟის შემსრულებელი კომპანია აუქციონის გზით გამოავლინა.

სადემონტაჟო სამუშაოებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის ვადებსა და სამუშაოს მასშტაბებზე გაესაუბრა.

„ისნის რიონში მდებარე N26 ბაგა-ბაღის შენობის მდგომარეობა ექსპერტების მიერ საფრთხის შემცველად შეფასდა და საექსპერტო დასკვნის გაცნობისთანავე, ჩვენ ბაღის სრული შემადგენლობა ალტერნატიულ ფართში გადავიყვანეთ. შენობის დემონტაჟის შემდეგ ამ ადგილას აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, სადაც ჩვენი პატარებისთვის უსაფრთხო გარემო იქნება შექმნილი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ისნის რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული ბაღის შენობაა, რომელთა დემონტაჟიც უახლოეს მომავალში დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics