|
2020-05-05 18:51:28, 2141 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია სარია სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც ჩანაწერის მიხედვით საპატრიარქოში მოხდა. ჩანაწერის მიხედვით, ინციდენტის შესახებ საპატრიარქოს მაღალი იერარქები ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა მღვდელმთავრებმა დუმილი ამჯობინეს. როგორც მამა ანდრია სარია ამბობს, დაზარალებული მზადაა, საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს და ისაუბროს დეტალებზე, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს საეკლესიო სასამართლოს ფორმატში უნდა მოხდეს. „ეს პირი ჩვეულებრივი მორჩილია, რომელიც ემსახურებოდა ერთ ეპისკოპოსს. შემდეგ პატრიარქმა თავად მიიხმო საპატრიარქოში. ადამიანი ამბობს, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა თუნდაც კოცნა. აქ თუ სიცრუეზეა საუბარი, თავად უარყონ. ის მზადაა, ამის შესახებ სინოდზე ისაუბროს. მისი სახელი და გვარი მათაც [მღვდელმთავრებმაც] კარგად იციან. ასეთი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გულანთებული მორწმუნეები არიან, მაგრამ დაბრკოლებულნი არიან ეკლესიების წარმომადგენლების მხრიდან, განხილვას უნდა ექვემდებარებოდეს. ეს იარაღიდან გასროლაზე მეტია“,– აცხადებს მამა ანდრია სარია. სექსუალური შევიწროების შესახებ აუდიოჩანაწერის ტექსტს, უცვლელად გთავაზობთ: „თავიდან დაიწყო ყველაფერი, მე მანდ, მეუფე როდესაც იყო სიონის ტაძარში დასვენებული მაშინ მან იკითხა თვითონ, რომ მას რომ უვლიდა ის ბიჭი მანახეთო, ჩემთან მოირბინა მამა შალვამ და მითხრა, პირველი პირი გეძახისო - წავედი და რომ დავიჩოქე მითხრა, შენზე გავიგეო, რომ მასთან ერთად ცხოვრობდიო, საავადმყოფოში ღამეებს უთენებდიო და ძალიან ბევრ კარგს ყვებიან შენზეო და მინდა, რომ უფრო ახლოს გაგიცნოო. კარგით მეთქი უწმინდესო, დავასრულეთ ლაპარაკი და იმ დღესვე, მიმიყვანა საპატრიარქოში, სხვათაშორის მეუფე პეტრე იქ იყო, მისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე, იმ დროს იქ იყო, შეიძლება მეუფეს არ ახსოვდეს და პატრიარქმა მიმიხმო თავისთან, თავისი ოთახის წინ ტახტი იდგა და მეუბნება დაჯექიო და დაცვას უთხრა გადითო, ყველა გავიდა. თვითონ მითხრა პირდაპირ, რას გიყვებოდა ჩემზე მეუფე ათანასეო, მე ვუთხარი, უწმინდესო ჯერერთი ვერ ლაპარაკობდა, მე სპეციალურად ვუთხარი მას, რომ ვერ ლაპარაკობდა და თქვენზე რა უნდა ეთქვა, ვუთხარი არაფერს ამბობდაო, დარწმუნებული ხარო რომ ჩემზე არაფერს გიყვებოდაო? არა მეთქი, არაფერი არ უთქვია თქო. შემდეგ, ჩაიცინა და მე აქ მჭირდებიო, მორჩილად იქნები ჩემთანო, შენ ხო უვლიდიო მეუფეს, ხოდა მეც მომივლიო. კარგით მეთქი, როგორც მაკურთხებთ. ოთახიდან გავედი თუ არა, ჯინჭარაული, სიძე და შეკრება იყო მერე, ბოტკოველი და ისინი, საბუთებიო არ გინახიაო და ზეწოლა დაიწყო, მე ყველაფერზე უარი ვთქვი, არ ვიცი მეთქი, რაზე მელაპარაკებით თქო. მერე იყო ერთ-ერთი საღამო, როდესაც თვითონ დამავალა, რომ ჩემი საჩუქრები უნდა მოიტანონ და ამომიტანეო. მეორე სართულზე ჩავედი, ავიღე საჩუქრები, ოთახში შევიტანე და სად დავაწყო მეთქი და მანდ მაგიდაზე დადეო, მაგიდაზე დავდე და ლოცვა-კურთხევა რომ ავიღე, დავიჩოქე და წამოვდექი, ტუჩებში მეცა რა, ხოდა მე უცებ გავიკვირვე და მეორეჯერ როდესაც წამოიწია ჩემკენ, მე სახე გავწიე და რას აკეთებთ მეთქი და დაიწყო სიცილი, დამცინა თუ თავისთვის იცინოდა, ესე მითხრა პირდაპირ - ხო ალბათ, ჯერ მზად არ ხარო და წადიო. მე როცა გეტყვი, მაშინ გამოგიძახებო, ეს მახსოვს და მე ვუთხარი, მე აქ აღარ მოვალ მეთქი, რომ იცოდეთ მეთქი და რომ გამოვტრიალდი იცინოდა ისევ. მერე უკვე, დაიწყეს ჩემი მიყურადება, აბა ვის ხვდები, ვისთან მეგობრობ, ვინ არიან ჩემი ახლობლები, ასეთი რაღაცეები... და განსაკუთრებული აგრესია და ჯინჭარაულისგან მოდიოდა დიდი აგრესია, იმიტომ რომ მაგას გულში ხრავდა, რომ თავის შეყვარებულს უფრო მე მოვეწონე იმ პერიოდში. ჯინჭარაულს ხრავდა ის ფიქრი, ჩემთან იკადრა ის თუ არ იკადრა, იმიტომ რომ ეს ძალიან პირწავარდნილი ადამიანია, მაგას არავინ და ვერაფერი ვერ გააჩერებს მაგ საქმეში და იმით სარგებლობს, ცენზი რომ აქვს, პირველი პირია და სარგებლობს მაგით. მაგან რომ თქვას, ეს ბიჭი ჩემ მოკვლას აპირებდაო მე ხალხი ჩამქოლავს, და მე რომ ვთქვა ამან ესეთი რაღაც გააკეთა - მაინც მე ჩამქოლავს ხალხი, ამით სარგებლობს და ესე იყო, ესე მოხდა. ამის მერე, უკვე სამების ტაძარში რომ მივდიოდი, ისეთი ადამიანები მიწყებდნენ ამ თემაზე ლაპარაკს, მე მეცინებოდა და ვხვდებოდი, ვისთან მქონდა საქმე და უკვე იმათი გამოგზავნილი რომ იყო. კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრას მოგიყვებით, როდესაც ქალბატონმა დამიბარა და ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ნეიტრალურ ადგილზე. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს შეხვედრა თქვენთვის. მე მგონი, მეუფეს ვერ მოვუყევი ეს, ვერ მოვასწარი, მატარებლით უნდა მემგზავრა და დროში რომ გამეთვალა, ძირითადები ვუთხარი მეუფეს, მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება ეს საუბარი, მაგ თემაზე. მერე დედაჩემი, როგორც მეუნება, დედაჩემთან რამდენიმე ზარი განახორციელეს, ვიღაც რეკავდა სახლში, ოღონდ უკვე არ იცოდნენ რომ მე უცხოეთში ვიყავი“, - აღნიშნულია აუდიოჩანაწერში, რომელსაც მღვდელმონაზონი ანდრია სარია ავრცელებს.
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)