|
2020-05-05 14:27:22, 1466 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ხელისუფლებამ არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისაკენ მოუწოდებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნებამდე დაახლოებით 6 თვეა დარჩენილი, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა სისტემით გაიმართება ის და რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში. „მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია: ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად; შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება; საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც. შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ და სხვა ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამომრჩევლის მაღალი აქტივობა და არჩევნებზე სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა. ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს“, - წერია განცხადებაში.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)