14:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 12:49:04, 1327 ნახვა

საზოგადოება
მეზვრიშვილი - ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ

ყველა ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს დაიცავენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული საქმიანობები, რომელთა აღდგენა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით იყო დაგეგმილი ეხება სამშენებლო სამუშაოებს, სამშენებლო მასალების წარმოებას, სამშენებლო საზედამხედველო საქმიანობას, ავტოტექმომსახურებას და ავტოსამრეცხაოებს, რაც განსაკუთრებით აწუხებდათ ჩვენს მოქალაქეებს.

„ყველა ეს ობიექტი შეძლებს ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა იმ პირობებში თუ ისინი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, როგორიცაა სამუშაო ადგილზე პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ა.შ. შესაბამისი სამსახურები, ბუნებრივია, პერიოდულად შეამოწმებენ, რამდენად იცავენ ეს ობიექტები სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics