|
2020-05-04 13:03:05, 1096 ნახვა
საზოგადოება
ციხელაშვილი - ნახევარ მილიონზე მეტი მასალა დარიგდა იმ რეგიონებში, სადაც დასახლებულია სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები, ინტენსიური საინფორმაციო კამპანია კვლავ გაგრძელდება
საინფორმაციო კამპანიის ინტენსიურობის გასაზრდელად, პრემიერმა გუბერნატორებს ძალისხმევის გაორმაგებისაკენ მოუწოდა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ინფორმაციის მოძიებას მათთვის მშობლიურ ენაზე ცოცხალ რეჟიმში კვლავ შეძლებენ. „საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანასწორი და ჩვენი სახელმწიფოსათვის თანაბრად მნიშვნელოვანია საქართველოს ნებისმიერ რეგონში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა, განურჩევლად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დავალება და მოწოდება გაჟღერდა განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა, რათა თითოეულ მოქალაქემდე თანაბრად მივიდეს ყველა ის შესაძლებლობა და მომსახურება საგანგებო ვითარების პირობებში, რომელსაც სახელმწიფო ქმნის ჯანდაცვის, სოციალური თუ ეკონომიკის მიმართულებით. იცით, რომ ეკონომიკური გახსნის გეგმის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენი თანასწორობა გამოიხატება როგორც უფლებების, ისე პასუხიმგებლობების ნაწილში. იცით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში , რაიონში თუ დასახლებაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის საკარანტინე ზომები არის აუცილებელი და საჭირო ზოგჯერ უფრო მკაცრი. აუცილებლად გაგრძელდება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელსაც სახელმწიფო თვეების განმავლობაში ახორციელებს. იცით, რომ StopCov.ge მოქმედებს სხვადასხვა ენებზე, მათ შორის აფხაზურად, ოსურად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ცოცხალ რეჟიმში ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეუძლიათ მათთვის გასაგებ მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მოძიება. მარტის დასაწყისიდან დღემდე ნახევარ მილიონზე მეტი ბეჭდური მასალა კარდაკარ არის დარიგებულიზოგიერთ იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი თანამოქალაქეები. ბუნებრივია, ჩვენი სამინისტრო საკუთარ ვებგევრდზე განათავსებს ამ მასალებს ცოცხალ რეჟიმში და დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძოდ გუბერნატორებს პრემიერმა მოუწოდა, რომ გააორმაგონ შრომა, რათა საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს და კიდევ უფრო კარგად ინფორმირებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები მიმდინარე პროცესებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილა.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)