20:20 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 10:09:53, 1422 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეები დღეს სპეცრეისით ავსტრიიდან დაბრუნდებიან

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს 1-ელ მაისს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.

ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ქ.ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება.  მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალბატონი.

Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს. ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.

მგზავრებს თბილისის აეროპორტში ჩაუტარდათ, შემოწმება  რის შემდეგაც, ყველა მგზავრი, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics