20:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-29 18:52:39, 1501 ნახვა

საზოგადოება
Amnesty International - სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონით არ შეზღუდულა

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ზომები აუცილებელი და პროპორციული იყო, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება.

ამასთანავე, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია, რომ ზოგიერთი ზომა დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ერთგვარი პრივილეგიის მინიჭებას ეხება.

ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად სამედიცინო რჩევებისა, რელიგიური შეკრებები კანონით არ აკრძალულა, რათა მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტურგიების ჩატარების უფლება ჰქონოდა.

Amnesty International აღნიშნავს, რომ ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე 12 და 19 აპრილს საქართველოში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ათობით წევრს უმასპინძლა.

ანგარიშში საუბარია, შეიხი მირტაგ ასადოვის ამბავზეც.

"15 აპრილს, საქართველოს მუსლიმი თემის ხელმძღვანელმა, მირთაგ ასადოვმა განაცხადა, რომ როცა რამადანი დაიწყებოდა, ისინიც გახსნიდნენ მეჩეთებს და იმედი გამოთქვა, რომ ამას ხელისუფლება ისეთივე გაგებით მოეკიდებოდა, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიების შემთხვევაში მოხდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე საბოტაჟის მცდელობას ეხებოდა“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics