|
2020-04-28 17:36:31, 1500 ნახვა
საზოგადოება
არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულებმა უნდა წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი
თვითდასაქმებულები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge, უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი. მაგალითად: · გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი: · წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი); · საბანკო ამონაწერი; · მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია; · საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;
არარეგისტრირებული პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში ან დასახლებულ პუნქტებს შორის გადაჰყავდა მგზავრები - აღნიშნულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა) შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან; არარეგისტრირებული პირი, რომელსაც დასახლებული პუნქტებიდან ბავშვები დაჰყავდა საჯარო სკოლაში - აღნიშნულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორისგან შესაბამისი ცნობა და მომსახურების გაწევის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი; არარეგისტრირებული პირი, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს ელექტრონული პორტალების მეშვეობით (Airbnb.com, booking.com და სხვ) და არ უფიქსირდება სხვა შემოსავალი - აღნიშნულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი. არარეგისტრირებული პირი, რომელიც ამზადებდა სუვენირებს და აბარებდა სუვენირების მაღაზიას, ან პირი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებდა საცხობს/რესტორანს - აღნიშნულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რის მიხედვითაც ხდებოდა ანგარიშსწორება (შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი). კომპენსაციის მიღების მიზნით, თვითდასაქმებულებმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა. · სახელი, გვარი და პირადი ნომერი; · საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი); · საბანკო რეკვიზიტები; · ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მისი შემოსავლის წყაროს შესახებ და შემოსავლის წყაროს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სამუშაო ჯგუფთან ერთად, იხილავს წარმოდგენილ ელექტრონულ განაცხადებს, აჯგუფებს მათ საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების სპეციფიკის მიხედვით და 2 კვირის ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად სიას წარუდგენს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ უწყებათაშორის კომისიას. კომისიის გადაწყვეტილებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უზრუნველყოფს განმცხადებლისთვის კომპენსაციის თანხის ჩარიცხვას განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)