21:54 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-27 10:03:04, 1599 ნახვა

საზოგადოება
დღეს საქართველოს მოქალაქეებს ვარშავიდან სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნებენ

დღეს, 27 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, ვარშავა-თბილისის მიმართულებით.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები.

„საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს, დღეს გეგმიური რეისების ფარგლებში შესრულდება ფრენა ვარშავა-თბილისის მიმართულებით.

სამშობლოში დასაბრუნებლად ამ რეისით მოსარგებლე მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები და მძიმე დაავადებების მქონე პირები.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს ... მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა ... მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics