|
2020-04-23 15:21:53, 11502 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს. მისი თქმით, პირველადი ტესტირებით კიდევ ერთ პაციენტს აქვს უარყოფითი პასუხი, რომელსაც განმეორებითი ტესტირება დღეს ჩაუტარდება. „ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას ალბათ ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, - თქვა გოფოძემ. როგორც გოფოძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება. „ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა“, - აღნიშნა გოფოძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)