2020-04-22 16:50:09, 2179 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა - შეთანხმება მიღწეულია
მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.
როგორც ცნობილია, სოფელ შულავერთან გადაკეტილი გზა უკვე გახსნილია.
აქციის მონაწილეების გაცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, აქციის მონაწილეებმა მიიღეს პირობა, რომ მოსავლის რეალიზებასთან დაკავშირებით, პრობლემები აღარ შეექნებათ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის რამდენიმე სოფელში აქცია იმართებოდა. მოსახლეობა სახელმწოფოსგან წარმოებული პროდუქტის რეალიზებას ითხოვდა. აქციის მონაწილეებს სოფელ შულავერთან გზა გადაკეტილი ჰქონდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან