|
2020-04-22 10:03:26, 1261 ნახვა
საზოგადოება
საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მრავალწლოვანი და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა შალამბერიძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი შენგელიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ლურჯი მოცვის ახალი ბაღის გაშენების პროცესს გაეცნო. ადგილობრივმა ფერმერმა ჯენერ ბელქანიამ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 75,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება 5 ჰა-ზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის მიიღო. ბაღების მოდერნიზაციისთვის ისარგებლა ასევე შეღავათიანი აგროკრედიტით 175,000 ლარის ოდენობით. „ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. ფერმერები უსაფრთხოების წესებს იცავენ და იმ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს“, -განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებითაც უწევენ კონსულტაციებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი, ქვეყნის მასშტაბით, 9,277 ჰა-ს შეადგენს. კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში, 376 ფერმერს 100% დაუფინანსდა 136 ჰა-ზე კენკროვანი კულტურების გაშენება, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფინანსებულია 48 ჰა-ზე მეტი კენკროვანი ბაღის გაშენება, სახელმწიფო დაფინანსების მოცულობამ შეადგინა 1,903,352 ლარი.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)