|
2020-04-21 11:01:38, 1428 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
„თიბისიმ“ უზბეკეთის ცენტრალური ბანკისგან ლიცენზია მიიღო და 2020 წლის ივნისიდან უკვე დაიწყებს საბანკო საქმიანობას უზბეკეთში. „თიბისის“ სტრატეგიაა უზბეკეთში თანამედროვე საბანკო ეკოსისტემის განვითარება როგორც საცალო, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. მთავარი აქცენტი ციფრულ არხებზე და პარტნიორობაზე დაფუძნებულ დისტრიბუციებზე გაკეთდება. ამჟამინდელი საოპერაციო გარემოსა და გლობალური პანდემიის გავლენის გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ უფრო გააუმჯობესა და მეტად ციფრული გახადა ბიზნესის მოდელი. დამატებითი აქცენტი გაკეთდება ეფექტურ, ნაკლები ინფრასტრუქტურისა და ხარჯების საჭიროების მქონე პროდუქტებსა და არხებზე. პირველ ეტაპზე „თიბისი“ უზბეკეთის მოსახლეობას შემდეგ მომსახურებებს შესთავაზებს: • მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები გახსნა; • სახელფასო და ავტოსესხები; • ბარათები, მობილური აპლიკაცია და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მათ შორის, P2P ოპერაციები, ფულადი გზავნილები და კომუნალური გადასახადები. პარალელურად „თიბისი“ ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახდების სისტემის განვითარებაზე უზბეკეთში ახლადშეძენილი შვილობილი კომპანიის Payme-ის მეშვეობით, რომელიც წამყვანი კომპანიაა გადახდების მხრივ 2 მილიონამდე აქტიური მომხმარებლით. Payme აქტიურად ითანამშრომლებს თიბისი ბანკთან უზბეკეთში. „ძალიან მოხარული ვარ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ ლიცენზია, რომ საბანკო ოპერაციები დავიწყოთ უზბეკეთში. მადლობა მინდა გადავუხადო უზბეკეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის თიბისი ბანკის ჯგუფის ისტორიის ახალი თავი და მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს გვიხსნის რეგიონში შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორმა. „თიბისი“ უზბეკეთს გამოცდილი მენეჯმენტის საბჭო მართავს, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი სანდრო რთველაძე. იგი მანამდე იყო საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი Bayport Financial Services-ში, ხოლო მანამდე იკავებდა საქართველოში ლიბერთი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას. „მოხარული ვარ, რომ შემოვუერთდი „თიბისი“ უზბეკეთის გამოცდილ გუნდს და მსურს მადლობა გადავუხადო უზბეკეთის ცენტრალურ ბანკს ჩვენი გეგმების უმოკლეს ვადებში განხორციელებისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მცირე ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროების მქონე ბიზნეს მოდელი და უზბეკეთში ჩვენი გრძელვადიანი მიზნები, სწორ საწყისს გვაძლევს ჩვენი მისწრაფებების მისაღწევად“, - განაცხადა სანდრო რთველაძემ, „თიბისი“ უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორმა. „თიბისი“ ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში და 2020 წლის ბოლომდე აპირებს დამატებით კიდევ 9,4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას. 2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ. „თიბისი“ ბანკის ჯგუფი კი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში - 51% პროცენტით. „თიბისი“ ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახელობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. „თიბისიმ“ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)