23:48 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 01:43:51, 1535 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მრავალ საკათედრო ტაძარში წირვა მრევლის გარეშე მიმდინარეობს

ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ.
გორისა და ატენის ეპარქიაში მრევლი არაა - მიტროპოლიტ ანდრიას, სააღდგომო წირვა ატენის ცარიელ ტაძარში მიჰყავს.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა,  რომ ყველაზე მძიმე და მტკივნეული ჩვენთვის არის, როდესაც ხალხთან ერთად არ ვართ ამ წუთებში, მაგრამ ეს ისევ ჩვენი ხალხის გამო კეთდება და ღმერთმა დალოცოს მათი ჯანმრთელობა. -აღნიშნა მეუფემ. საკათედრო ტაძარში ლიტურგია მრევლის გარეშე მიმდინარეობს.
"ექსპრესნიუსის" ჟურნალისტი სამებიდან იტყობინება, რომ სამების საკათედრო ტაძარში ძალიან ცოტა მორწმუნეა. ტაძარი პრაქტიკულად ცარიელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics