|
2020-04-17 18:45:56, 1503 ნახვა
საზოგადოება
1300-ზე მეტი მოხუცი და ბავშვი „ლიბერთისგან“ სააღდგომო ნობათს მიიღებს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრები „ლიბერთი“ ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკებსა და პროდუქტებს მიიღებენ. „ლიბერთი“ ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით #ლიბერთიგულით, გადასცემს სააღდგომო ნობათს ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს - დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია. ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო დღეს გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი ძალებით, ზრუნვითა და სიყვარულით სავსე გულით, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა რეგიონის 100-მდე სახლს თავად მიაწვდიან პროდუქტს და სააღდგომო პასკებს. „ლიბერთი“ არაერთი წელია ზრუნავს მოხუცებზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ძალიან დასაფასებელია, რომ წინაღობის მიუხედავად, ჩვენმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდებმა გამოთქვეს მოხალისეობის სურვილი და მათი აქტიური ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით, არცერთი მარტოხელა მოხუცი და ბავშვი, არ დარჩება ყურადღების გარეშე. დღეს, ახალგაზრდა თაობის ჩართულობა პროცესებში და თანადგომა უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩვენ ყველამ ვიგრძნოთ ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და როგორც შეგვიძლია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და თუ რამეს გავაკეთებთ, ვაკეთოთ გულით“, - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)