2020-04-16 21:56:15, 1281 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა
კორონავირუსთან ბრძოლაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა.
„ვებრძოლოთ პანდემიას საერთო ძალისხმევით! ერთად გავიმარჯვებთ!“ - ამ მესიჯს საქართველო აზერბაიჯანელ ხალხს უგზავნის.
საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),