00:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 20:08:39, 1436 ნახვა

საზოგადოება
პანდემიით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება

„კრიზისული ცენტრები ძირითადად მომსახურებას ბენეფიციარებს დისტანციურ რეჟიმში აწვდიან, ხოლო რაც შეეხება თავშესაფრებს და თბილისის კრიზისულ ცენტრებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში უზრუნველყოფენ ბენეფიციართათვის 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნული სიტუაციის (COVID-19)  გათვალისწინებით ერთ თავშესაფარში მოწყობილია საიზოლაციო ზონა, რაც ითვალისწინებს ახალი ბენეფიციარისთვის თავშესაფრის სერვისის მიწოდების საჭიროებისას, მის განთავსებას საიზოლაციო თავშესაფარში და მხოლოდ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გადაყვანას სხვა თავშესაფარში.

ასევე, მოქმედებს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების 24-საათიანი (24/7) საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006,  რომელზეც კონსულტაციის მიღება, ქართული ენის გარდა, შესაძლებელია ასევე 7 უცხოურ ენაზე (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული, თურქული, სომხური, არაბული და სპარსული)“, - განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება.

სააგენტოს  საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომელსაც ახორციელებს თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების ფარგლებში. რაც მიცავს იურიდიულ (საჭიროების შემთხვევაში, კანონიერი ინტერესების დაცვა) დახმარებას, ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას, თარჯიმნის ან/და სხვა მომსახურებით უზრუნველყოფას.  

სააგენტოს დაქვემდებარებაშია 5 თავშესაფრი და 5 კრიზისული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics