|
2020-04-16 17:48:29, 1248 ნახვა
საზოგადოება
გახდი „ლიბერთის“ მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად - „ლიბერთი“ ბანკის ახალი ინოვაციური სერვისი
იმისთვის, რომ „ლიბერთის“ მომხმარებელი გახდე, აღარ არის საჭირო ბანკის სერვის ცენტრში მისვლა - დღეიდან, ლიბერთის დისტანციური მომსახურების მრავალფეროვან არხებს კიდევ ერთი ინოვაციური არხი დაემატება. Covid-19-ის პრევენციისთვის, ბოლო თვეებში ლიბერთი ბანკის მიერ გადადგმულ არაერთ ნაბიჯს კიდევ ერთი პროექტი შეემატა: ონლაინ ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთა, სახლში მიტანის სერვისით. აქამდე, მომხმარებლის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა ბანკის სერვისცენტრებსა და ფილიალებში ვიზიტი. ონლაინ გაკლიენტების პლატფორმა საქართველოს საბანკო ბაზარზე ინოვაციურია და ბანკის ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის დაჩქარებული წესით გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. Visa ან MasterCard ტიპის ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდებიდან 365.ge ან libertybank.ge. ბანკი მომხმარებელს ნებისმიერ მისამართზე, უსაფრთხოების სრული დაცვით მიუტანს. თბილისში მაქსიმუმ 2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში მაქსიმალურად სწრაფად, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით. ბარათის ონლაინ შეკვეთა შესაძლებელია, როგორც ახალი, ასევე ლიბერთის უკვე აქტიური მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც აქვთ საბანკო ანგარიში, მაგრამ არ აქვთ სადებეტო ბარათი. „ლიბერთი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს სრულიად მომზადებული შეხვდა და ამის კიდევ ერთი დასტურია ეს ინოვაციური პლატფორმაც, რომელიც დღეს ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლები დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ თავს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად მიიღონ საბანკო მომსახურება. ჩვენთვის კი მთავარია ვიყოთ ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია - ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა ონლაინ დარეგისტრირებული ახალი მომხმარებლისთვის, ბარათის გააქტიურებისთანავე, ხელმისაწვდომია ლიბერთის სადებეტო ბარათის ყველა უპირატესობა, მათ შორის: · ინტერნეტ და მობაილ ბანკი - ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად, ფულადი გზავნილები, ვალუტის კონვერტაციის სპეც.კურსი, მობილურის შევსება და კომუნალურების გადახდა · ლოიალობის პროგრამა 'ქეშბექი' ლიბერთის ბარათების მფლობელებისთვის - ყველაზე მაღალი ქეშბექი 600-ზე მეტ მეგობარ ობიექტში: https://cashback.ge/ · Onoff.ge ტექნიკის ყველაზე სრულყოფილ კატალოგში 10%-მდე ფასდაკლება ნებისმიერი ტიპის ტექნიკის შეძენისას https://onoff.ge/ Apple Pay-ში ბარათის დამატების საშუალება და უკონტაქტო გადახდები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)