01:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 21:43:57, 1882 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე - სააღდგომო მსახურებისას, მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივა, ხოლო ტაძარს დილის 6 საათზე დატოვებს

გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომო მსახურებისას მრევლი ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე მივიდეს, ხოლო ტაძარი დილის 6 საათზე დატოვოს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რათა მრევლმა სრულყოფილად შეძლოს სააღდგომო მსახურებაში მონაწილეობის მიღება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდატის საათის დაწყებამდე ტაძარში, 21 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვონ დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილათ მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს ჩვენ. ეს შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ყველა იმ რისკ ჯგუფს, იქნება ეს დაავადების მქონე ადამიანი ან ბავშვები ეკლესია აძლევს რეკომენდაციას როგორც მითითებული არის ჯანდაცვის სფეროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ. აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთ რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანი, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დაავადებაა, რომლის შესახებაც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, შესაძლოა მათთვის არა, მაგრამ მათი ახლობლებისთვის. ამიტომ, უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც და ჩვენი ახლობლების წინაშე. იმედი გვაქვს, როგორც მრევლის მხრიდან წინა რეკომენდაციების გათვალისწინება ხდებოდა, ასევე იქნება ტაძრებში დაცული დისტანცია. დიდ ტაძრებში საუბარი არის ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაზე. პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანცია უნდა ჰქონდეს დაცული. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც წირვა და მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში, ტაძარში ყოფნა, მიეცემა საშუალება, რომ დილის წირვასაც დაესწროს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics