02:20 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 11:45:04, 1452 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საგანგებო მდგომარეობა და საკომენდატო საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში და ყველაზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება

საგანგებო მდგომარეობა და საკომენდატო საათი ვრცელდება ნებისმიერ სივრცეში და ყველაზე, არანაირი „მაგრამ“ არ განიხილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობისათვის.

„იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

მე მესმის, რომ რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ძალიან გვიჭირს ყველას, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული - ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. აქ ხომ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია, ეს არის ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics