02:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 14:47:52, 1471 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მოსწავლეებს სთავაზობს ვებინარებს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებით, რომლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის მართავს ლექცია-სემინარებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი, ისევე როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებები, გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ნებისმიერ მოსწავლეს სთავაზობს ვებინარებს: ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ქართული ღვინის ისტორიის, ვენახში საგაზაფხულო სამუშაოების, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, მდგრადი განვითარების, წყლის რესურსების და ენერგიის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ვალდებულებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ან სხვა მათთვის სასურველი გარემოსდაცვითი  და აგრარულ საკითხის შესახებ.

დისტანციური სწავლების განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის მოსწავლეს, მასწავლებელს თუ მშობელს, შეუძლია შეავსოს მითითებული სარეგისტრაციო ფორმა - http://tiny.cc/hiqxmz, აირჩიოს მისთვის საინტერესო თემა და გარემოსდაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმოს ვებინარი მოსწავლეების ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.    

ცენტრი საგანმანათლებლონ ლექციებთან ერთად დისტანციურად ახორციელებს სხვადახვა სახის ონლაინ აქტივოებებს, როგორც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ისე გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფის მიზნით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics