|
2020-04-12 23:03:16, 19730 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 2 კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა და დაიხურა
თბილისის 2 კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა. კლინიკა „თიმის“ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა. კლინიკის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის ინცორმაციით, მედპერსონალი, ვისაც დაინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდა ორკვირიან კარანტინს გაივლის. აღნიშნულის გამო, იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც. „ერთი ექიმია დაინფიცირებული. მისი ტესტირება ჩატარდა გუშინ და გუშინ საღამოს მივიღეთ პასუხი. ექიმს სიმპტომები აღენიშნა. პარასკევს ჰქონდა ყელის ტკივილი და სამსახურში არ მოვიდა, დღის განმავლობაში აღენიშნა ცხელება, რის გამოც დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს. ეს ექიმი არის სტაციონარის ექიმი. პაციენტებთან უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჰქონდა კონტაქტი, კონტაქტი ჰქონდა ასევე თანამშრომლებთან და ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. დაახლოებით 30-მდე მედიკოსია კარანტინში. რამდენიმე ადამიანია ასევე, ვისაც აქვს სიმპტომი და მიმდინარეობს მათი ტესტირება, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ ანალიზებს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, ნაწილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო რამდენიმე მძიმე პაციენტი კლინიკაში რჩება და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ.ათგან ერთ-ერთი თბილისის მედიცინის ინსტიტუტია, რომლის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა მამრიკაშვილმა თქვა, რომ ინფიცირებულის კონტაქტები ახლა კარანტინში არიან. "ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ვისაც მასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ახლა საკარანტინო სივრცეშია. ტესტირება უნდა ჩაუტარდეს დარჩენილ პაციენტებს და იმის მიხედვით გადაწყდება მათი ბედი", - თქვა მან. მეორე კლინიკა, რომელიც კარანტინის გამო დაიხურა, ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალია. მის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით ახალი კორონავურის დაუდასტურდა. ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა, რომ ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური. სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი მას "პისიარ" ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს. ინფიცირებული 72 წლის ქალია. როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ "კოვიდ 19"-ის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის ქმარს კორონავირუსი დაუდგინდა. მისივე მონათხრობზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უცნობია მათი დაინფიცირების წყარო.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)