|
2020-04-09 13:34:40, 1314 ნახვა
საზოგადოება
გახარია - ელემენტარული სიმპტომების შემთხვევაში საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა დავრეკოთ 112-ზე, რის შემდეგაც ექიმები მართავენ ყველაფერს
ელემენტარული სიმპტომების შემთხვევაში საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა დავრეკოთ 112-ზე, რის შემდეგაც ექიმები მართავენ ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, 112-ში დარეკვისთანავე ნებისმიერ მოქალაქეს დააკავშირებენ მისივე ოჯახისა თუ სოფლის ექიმთან. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაერთო ერთი ქოლ ცენტრი 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს ყველა პასუხი და აქ უკვე ეს ქოლ ცენტრი ფუნქციონირებს. ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმიტომ, რომ მოქალაქეებმა უკვე დეტალებში იციან საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა როგორიცაა. ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი და ძირითადი მიზანი გახლავთ 112, როდესაც ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ და შემიძლია დღეს ოფიციალურად განვაცხადო, 112 ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად სამედიცინო მომსახურეობასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის ექიმს და სოფლის ექიმს, აეწყო სრულიად ახალი ხაზი. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება, სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112 და ის მაშინვე დააკავშირებს მის რეგიონთან, ოჯახის ან სოფლის ექიმთან. ზარი შემოდის თბილისში საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. შემდგომ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია, თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარში, მაშინ ის გადაჰყავთ ცხელების ცენტრში, სადაც მასზე ყურადღება მახვილდება 24 საათის განმავლობაში, უტარდება ტესტები და ამის შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება საით უნდა იყოს განაწილებული. როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა ავიღოთ და დავრეკოთ 112-ზე და შემდგომ უკვე ექიმები მართავენ ამას ყველაფერს. 112 დღეს სრულად არის მობილიზებული, 112-ის გარდა ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურად ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები არიან კონკრეტულ სტაციონარებში მობილიზებული იმისთვის, რომ ტელემედიცინის საშუალებით, პირველადი კონსულტაცია გაუწიონ ჩვენს მოქალაქეებს, რომელსაც პირველი სიმპოტომები გაუჩნდებათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)