04:41 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 12:43:26, 1250 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი - დღეს დილიდან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული წესით მუშაობა განაახლა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს დილიდან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული წესით მუშაობა განაახლა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში სლებით იმუშავებს, დედანის მიტანის საჭიროების შემთხვევაში კი სპეციალური ადგილები შექმნება, სადაც მოქალაქეები დოკუმენტის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.

„როგორც წინა კვირას ვსაუბრობდით, იუსტიციის სამინისტრო მუშაობდა იმაზე, რომ ჩვენი სსიპ-ების, რეესტრების და სხვა საჯარო მომსახურების გაცემა განახლებულიყო. დღეს დილიდან განაახლა მუშაობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული დისტანციური წესით და ერთადერთი, რასაც საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე და ვირუსის არმოფხვრამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს როგორც საქმიანობას, ეს გახლავთ ყველა ის საქმიანობა და პირველ რიგში გამოსახლებები, ვინაიდან ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში და საცხოვრის ადგილას მისვლასთან. სხვა დანარჩენი, ნებისმიერი აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები უკვე დილიდან გაიცემა. ამისათვის საჭიროა, რომ გამარტივებული წესით აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ ინფო მეილის მისამართზე, ფეისბუქით ან თუ კითხვა გაგიჩნდათ ცხელ ხაზზე მიიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში იმუშავებს ასლებით და თუკი მაინც დედანი დოკუმენტის მიტანა გახდა საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებთან კონტაქტის გარეშე დატოვებას შეძლებენ.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მეორე სსიპ-მა ასევე განაახლა მნიშვნელოვნად თავისი საქმიანობა. ეს არის სანოტარო მომსახურება, ნოტარიუსთა პალატა. დღეს დილიდან ჩვენ თბილისში უკვე გვაქვს სამი სხვადასხვა ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სანოტარო მომსახურება. ეს არის ქორწინების სახლი უზნაძის ნომერ 2-ში. ასევე, ეროვნული არქივის შენობა საბურთალოზე და იუსტიციის სახლში მოთავსებული ქორწინების სახლი, ასევე სანოტარო მომსახურებები დღეს დილიდან ხელმისაწვდომია ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე. ჩვენ იმის მიხედვით, თუ რა ტემპით შეძლებენ თავად ნოტარიუსები თავიანთი თავის აღჭურვასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრად, ზედმიწევნით დაცვას, ამ ტემპის მიხედვით გაიცემა იუსტიიცის სამინისტროს მიერ თანხმობა, რომ უფრო მეტი ლოკაცია გახდეს დროებითი სანოტარო ბიუროების სახით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics