|
2020-04-03 16:07:37, 1840 ნახვა
საზოგადოება
ხუნდაძე - არ მგონია, მესამე ზოლის კლინიკები დაგვჭირდეს, თუმცა ჩვენ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას აცნობს, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს თითოეული მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებაში ეჭვი შეეპარება. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა პაციენტმა ვერ იგრძნოს, რომ ვირუსის მატარებელია ან იყოს მსუბუქი გამოვლინება ტემპერატურის მომატების მაჩვენებლით. „პირველად ჯანდაცვას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი და შეუცვლელი როლი, რადგან დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში უდიდესი ნაწილი იქნება კლინიკური გამოვლინების გარეშე. შეიძლება პაციენტმა ვერც იგრძნოს, რომ ვირუსის მატარებელია ან იყოს მსუბუქი გამოვლინება ტემპერატურის მომატების მაჩვენებლით. რა თქმა უნდა, ასეთ პაციენტებს სჭირდებათ ექიმის კონსულტაცია. როცა პაციენტს გაუჩნდება კითხვა, რეკავს 112-ში. 112 მას აკავშირებს გეოგრაფიულად პასუხისმგებელ არეალში ოჯახის ექიმთან, სოფლის ექიმთან, რომელიც გაუწევს სატელეფონო კონსულტაციას. თუ სატელეფონო კონსულტაცია არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაბამისი ეკიპირებით ერთვება სამედიცინო ბრიგადა, რომელიც კონკრეტული პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ახდენს. თუ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, ექიმს აჰყავს კონტროლზე პაციენტი. ანუ ერთი ზარით არ სრულდება მათი ურთიერთობა და პაციენტის მონიტორინგი გაგრძლდება. აქ არის 2 ძირითადი მიმართულება: პირველი - სტაციონარში იმ ადამიანების ტალღისებული მოზღვავება რომ არ მოხდეს, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას, ექიმი გასწევს სატელეფონო მომსახურებას. მეორე ის, რომ თვითონ ექიმიც არ გახდეს ეპიდემიის მსხვერპლი ან გამავრცელებელი, ექიმმა არ იაროს ყველა ოჯახში და ოჯახიდან ოჯახში არ გადაიტანოს შესაძლო ინფექცია. ჩვენმა ექიმებმა უკვე გაიარეს შესაბამისი ტრენინგები და დღეიდან ყველა ოჯახში დაზუსტდება, ხომ არაფერი შეიცვალა, ხომ არაფერი სჭირდებათ, რომ დროული კონსულტაცია მიიღონ ადამიანებმა. თუ მაღალი ალბათობაა იმისა, რომ საქმე გვაქვს კორონა ვირუსით დაინფიცირებულთან, ასეთი მოქალაქე, რა თაქმა უნდა, ხვდება იმ კლინიკაში, რომელიც ემსახერება კორონა ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, მაგრამ თუ რაოდენობა გადააჭარბებს ამ პირველი ზოლის საწოლ ფონდს, ჩაერთვება უკვე მეორე ზოლი, რომელიც სხვა პაციენტებისგან 48 საათის განმავლობაში გამოათავისუფლებს შესაბამის კლინიკებს და ისინიც ჩაერთვებიან მომსახურებაში. ასევე იქნება მესამე ზოლი, მაგრამ არ მგონია, მესამე ზოლი დაგვჭირდეს, თუმცა ჩვენ ყველაზე უარესი სცენარისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“ , - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)