|
2020-04-02 19:00:34, 2090 ნახვა
საზოგადოება
ბაქრაძე - სამი კვირაა „ევროპული საქართველოს“ წევრები 350 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარებიან
„ევოპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პარლამენტის წევრები უკვე სამი კვირაა 350 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარება, რასაც საკუთარი ხელფასებით ფარავენ. მისი თქმით, აღნიშნული დახმარების ფასი ყოველკვირეულად 10-12 ათასი ლარია და ასეთი სახის დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. „უკვე სამი კვირაა პარტია „ევროპული საქართველო“ ეხმარება 350 გაჭირვებულ ოჯახს. ეს გახლავთ ოჯახები, რომელშიც ცხოვრობენ მარტოხელა მოხუცებულები. ადამიანები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში გასვლა და არ აქვს იმის სახსრები, რომ შეიძინონ პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები. უკვე სამი კვირაა, ყოველკვირეულად „ევროპული საქართველოს“ მოხალისეებს, რომლებმაც ლუგარის ცენტრში გაიარეს შესაბამისი ტრენინგი, ოჯახებში მიაქვთ ამ ადამიანებთან საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები. ამ პროგრამის, დახმარების ფასი ყოველკვირეულად გახლავთ დაახლოებით, 10-12 ათასი ლარი. ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები „ევროპული საქართველოდან“ საკუთარი ხელფასით ფარავენ. ჩვენ ამას ვაკეთებდით და ჩვენ გავაგრძელებთ 350 ოჯახის დახმარებას. ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდში დგომა საჭიროებს კონკრეტულ ნაბიჯებს და კონკრეტულ პროგრამებს. ასეთ ნაბიჯებს „ევროპული საქართველო“ დგამდა და ჩვენ მომავალშიც, კრიზისის ამოწურვამდე აუცილებლად დავეხმარებით 350 ოჯახს ჩვენი სახსრებით, ჩვენი თანხებით, ჩვენი ნაყიდი პროდუქტებით და ჩვენი მოხალისეებით. მათ შორის, პარლამენტის წევრებით, რომლებიც დადიან და დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში. ასე რომ, დახმარება გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)