|
2020-04-02 13:03:07, 1205 ნახვა
საზოგადოება
სანოტარო სერვისების მიღებას მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში შეძლებენ
თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. მოქალაქეებს ნოტარიუსთან მისვლა ორ მისამართზე შეეძლებათ: საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1) და თბილისის იუსტიციის სახლთან მდებარე ქორწინების სახლში (სანაპიროს ქუჩა №2) 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს. ამ სივრცეებში სრულად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას. როგორც ცნობილია, სანოტარო ბიუროების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილ ფართებში, რის გამოც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს უწევთ მოსახლეობასთან კონტაქტი; დროებითი სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობა კი, სრულად გამორიცხავს ამგვარ შემთხვევით შემხებლობას სხვა მოქალაქეებთან და იცავს ყველა მხარეს არასასურველი სოციალური კონტაქტისაგან. საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777). მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღებაც დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით. სანოტარო მომსახურების სფეროში ამ ახალი შეზღუდვების მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. სანოტარო სერვისების სპეციფიკიდან გამომდინარე, სერვისების მისაღებად მოქალაქეებს, შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, უწევდათ სანოტარო ბიუროებში ფიზიკურად მისვლა, რიგ შემთხვევებში კი, სხვა პირებთან ან მოწმეებთან ერთადაც, რასაც, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეეძლო, გამოეწვია სანოტარო ბიუროებში სოციალური დისტანციის დარღვევის საფრთხე და ხელი შეეწყო „COVID-19“-ის გავრცელებისათვის. მუშაობა უკვე დაწყებულია საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დროებითი სანოტარო ბიუროების მოსაწყობად. სანოტარო მომსახურების მიღებას ამ ქალაქებში მოქალაქეები უახლოეს დღეებში შეძლებენ. იუსტიციის მინისტრის 31 მარტის ბრძანება დროებითი სანოტარო ბიუროების მოწყობასთან დაკავშირებით იხილეთ მითითებულ ბმულზე:
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)