|
2020-03-31 16:08:24, 1214 ნახვა
საზოგადოება
„ბილაინის“ აბონენტებს საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ
„საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას. მომხმარებელთა კომფორტისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის „ბილაინის“ აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ. შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. „ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა როგორც კომპანიის შიგნით, ისე პარტნიორებთან თანამშრომლობით. Covid-19-ის ქვეყანაში აღმოჩენისთანავე „ბილაინმა“ დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და სადღეისოდ კომპანია სრულადაა გადასული დისტანციურ მუშაობაზე, სატელეფონო ცენტრის ჩათვლით. მომხმარებლებს შეუძლიათ, მიიღონ „ბილაინის“ ყველა მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული არხებით: აპლიკაციით MyBeeline, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით. აბონენტებისთვის ჩვეულებრივაა ხელმისაწვდომი ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)