|
2020-03-31 12:05:49, 1097 ნახვა
საზოგადოება
„EMC“ ბოლნისსა და მარნეულში პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
"ადგილობრივები ჩვენ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში უთითებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი დაჯარიმება უსაფუძვლო და თვითნებური იყო", - ამის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს . მათი თქმით, ზოგიერთ შემთვევაში დაფიქსირდა არაეთიკური ენის გამოყენების ფაქტებიც. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო თვითნებობის ფაქტებს და მოუწოდებს პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. COVID 19 ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებისა და მისი სათანადო პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაადგინა და ეს რეგიონები დანარჩენი რეგიონებისგან მკაცრად იზოლირდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღეების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის საფუძვლით ასეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდეს. დაჯარიმების შემთხვევები გამოვლინდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, ადგილობრივები ჩვენ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უთითებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ და თვითნებურად. მათი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებისთვის აღქმადი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი არ არღვევდნენ საკარანტინო ღონისძიებებს, ქუჩაში მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით გადაადგილდებოდნენ და 10 კაცზე მეტნიც არ იყვნენ საჯარო სივრცეში, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და მოქალაქეები დაუყოვნებლივ დააჯარიმეს. ზოგიერთ შემთვევაში დაფიქსირდა არაეთიკური ენის გამოყენების ფაქტებიც. მაგალითად, სოფელ შულავერის მაცხოვრებელი მ. ნ.-ს განმარტებით, მას საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია და სოფელში არსებულ მაღაზიასთან პროდუქტის შეძენის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. მ.ნ. განმარტებით, იგი მოხუც დედასთან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ქრონიკული დაავადებით არის დაავადებული და 28 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდგომ ოჯახის წევრებისთვის საჭმელი მოამზადა და პურის შეძენის მიზნით, მაღაზიაში წავიდა. მისი თქმით, მაღაზიასთან მისულმა ნახა, რომ მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო და მეპატრონის მოსვლამდე მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ორი თანასოფლელი, ასევე პროდუქტის შეძენის მიზნით. მ.ნ. თქმით, ადგილზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა და მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. მ. ნ, განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი მითითება, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული და სახლში ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი ძმისშვილი ელოდებოდნენ. მისი თქმით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნულ განმარტებაზე უთხრა ,,ფეხებზე მკიდია რისი ყიდვა გინდოდა, არ მაინტერესებს, შენმა ოჯახის წევრებმა ქვა შეჭამონო“ და შეაგინა. სოფელ შულავერის პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც. მ.ნ. განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივები სოფლებში შექმნილ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. ამ მუნიციპალიტეტებში ისედაც სუსტია სოციალური ინფრასტრუქტურა, სერვისები და რესურსები, თუმცა, შექმნილ ვითარებაში, როცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს მუშაობას და იმ მინიმალური დღიური შემოსავლების მიღებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ, ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან მოქალაქეები განმარტავენ, რომ კარანტინის დაწესების შემდგომ სოფლებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, რის გამოც მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე სახელმწიფოს არც ამ მუნიციპალიტეტებში, და არც მთლიანობაში ქვეყანაში, არ ატარებს დასაქმების და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სპეციალურ პოლიტიკას. ამგვარი პოლიტიკა არ აქვთ არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მათი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ფრაგმენტულია და შეზღუდულია ბენეფიციარების წრით. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც მათ შორის, პრობლემურია სახელმწიფო უწყებების სათანადო კომუნიკაცია და საკარანტო რეჟიმის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ თემებამდე მათთვის გასაგები ენაზე მიტანა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ რეპრესიული მიდგომების გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო თვითნებური მოპყრობა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიროს დაწესებული კარანტინისა და მოქალაქეების ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე, ასევე, კარანტინის პირობების დაცვის დროს გამოიჩინოს მაღალი სოციალური მგრძნობელობა და ინტერესი ადგილობრივი მწვავე სოციალური საჭიროებების მიმართ. არსებითია ამ პირობებში პოლიციას ესმოდეს თემთან ნდობაზე და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობა და ისედაც მძიმე და იზოლირებული სოციალური გარემო რეპრესიული მიდგომებით კიდევ უფრო არ დაამძიმოს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო თვითნებობის ფაქტებს და მოუწოდებს პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. COVID 19 ვირუსის გავრცელების მაღალი რისკებისა და მისი სათანადო პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი საქართველოს მთავრობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაადგინა და ეს რეგიონები დანარჩენი რეგიონებისგან მკაცრად იზოლირდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღეების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის საფუძვლით ასეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. დაჯარიმების შემთხვევები გამოვლინდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, ადგილობრივები ჩვენ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში უთითებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ და თვითნებურად. მათი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებისთვის აღქმადი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი არ არღვევდნენ საკარანტინო ღონისძიებებს, ქუჩაში მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით გადაადგილდებოდნენ და 10 კაცზე მეტნიც არ იყვნენ საჯარო სივრცეში, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და მოქალაქეები დაუყოვნებლივ დააჯარიმეს. ზოგიერთ შემთვევაში დაფიქსირდა არაეთიკური ენის გამოყენების ფაქტებიც. მაგალითად, სოფელ შულავერის მაცხოვრებელი მ. ნ.-ს განმარტებით, მას საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია და სოფელში არსებულ მაღაზიასთან პროდუქტის შეძენის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. მ.ნ. განმარტებით, იგი მოხუც დედასთან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ქრონიკული დაავადებით არის დაავადებული და 28 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდგომ ოჯახის წევრებისთვის საჭმელი მოამზადა და პურის შეძენის მიზნით, მაღაზიაში წავიდა. მისი თქმით, მაღაზიასთან მისულმა ნახა, რომ მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო და მეპატრონის მოსვლამდე მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ორი თანასოფლელი, ასევე პროდუქტის შეძენის მიზნით. მ.ნ. თქმით, ადგილზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა და მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. მ. ნ, განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი მითითება, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული და სახლში ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი ძმისშვილი ელოდებოდნენ. მისი თქმით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნულ განმარტებაზე უთხრა ,,ფეხებზე მკიდია რისი ყიდვა გინდოდა, არ მაინტერესებს, შენმა ოჯახის წევრებმა ქვა შეჭამონო“ და შეაგინა. სოფელ შულავერის პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც. მ.ნ. განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივები სოფლებში შექმნილ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ . ამ მუნიციპალიტეტებში ისედაც სუსტია სოციალური ინფრასტრუქტურა, სერვისები და რესურსები, თუმცა, შექმნილ ვითარებაში, როცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს მუშაობას და იმ მინიმალური დღიური შემოსავლების მიღებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ, ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან მოქალაქეები განმარტავენ, რომ კარანტინის დაწესების შემდგომ სოფლებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, რის გამოც მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე სახელმწიფოს არც ამ მუნიციპალიტეტებში, და არც მთლიანობაში ქვეყანაში, არ ატარებს დასაქმების და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სპეციალურ პოლიტიკას. ამგვარი პოლიტიკა არ აქვთ არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მათი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ფრაგმენტულია და შეზღუდულია ბენეფიციარების წრით. მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც მათ შორის, პრობლემურია სახელმწიფო უწყებების სათანადო კომუნიკაცია და საკარანტო რეჟიმის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ თემებამდე მათთვის გასაგები ენაზე მიტანა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ რეპრესიული მიდგომების გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო თვითნებური მოპყრობა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიროს დაწესებული კარანტინისა და მოქალაქეების ვალდებულებების შესახებ მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე, ასევე, კარანტინის პირობების დაცვის დროს გამოიჩინოს მაღალი სოციალური მგრძნობელობა და ინტერესი ადგილობრივი მწვავე სოციალური საჭიროებების მიმართ. არსებითია ამ პირობებში პოლიციას ესმოდეს თემთან ნდობაზე და კონტექსტზე დაფუძნებული მიდგომების მნიშვნელობა და ისედაც მძიმე და იზოლირებული სოციალური გარემო რეპრესიული მიდგომებით კიდევ უფრო არ დაამძიმოს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოწოდებს
საქართველოს მთავრობას, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)