|
2020-03-30 13:01:16, 1444 ნახვა
საზოგადოება
EMC-ის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის მიმართ ნდობა, გამოკითხული მოსახლეობის 55%-ს არ აქვს
2019 წელს, სექტემბრის დასაწყისში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია წარუდგინა დასამტკიცებლად. სექტემბრიდან ნოემბრამდე პარლამენტმა კანდიდატებთან გასაუბრებები ჩაატარა და 12 დეკემბერს 14 კანდიდატი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ დაამტკიცა. "EMC-ის მიერ ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის აზრი გაყოფილია მართლმსაჯულების ინსტიტუტების მიმართ ნდობის თვალსაზრისით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სმენია ამ პროცესის შესახებ, ამ პროცესის მიმართ ნდობა მაღალი არ არის, ახალდანიშნულ მოსამართლეებზე კი უმეტესობას არაფერი სმენია. ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობის უმრავლესობა (63%) აცხადებს, რომ სმენია პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების შესახებ და ნახევარზე მეტმა (54%) გასაუბრების შედეგებიც იცის. მათი ნახევარზე მეტი (55%), ვისაც სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, პროცესს უნდობლობას უცხადებს. მსგავსად ამისა, მათ ნახევარზე მეტს (53%), ვისაც სმენია დანიშვნების შესახებ, ჰგონია, რომ პარლამენტმა არ წარმართა სამართლიანად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესი. ქართულ ენაზე მოსაუბრე სრულწლოვანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედის (26%) აზრით, 14 კანდიდატის დანიშვნის შედეგად ქვეყანაში მართლმსაჯულება გაუმჯობესდება. მოსახლეობის იგივე წილი (26%) მიიჩნევს, რომ საქართველოში მართლმსაჯულება იგივე დარჩება. მოსახლეობის მეხუთედი (20%) კი აცხადებს, რომ მართლმსაჯულება გაუარესდება. დანარჩენებმა ან „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირეს, ან სულაც უარი თქვეს ამ კითხვისთვის პასუხის გაცემაზე. რესპონდენტებს, ვისაც სმენოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ჰკითხეს, რა იყო მათი პირველი ასოციაცია ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით მესამედმა (32%) ვერ შეძლო რაიმე ასოციაციის დასახელება და უპასუხა „არ ვიცი“. ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაციებია: „უსამართლობა“ (14%), „უნდობლობა“ (14%), „მიკერძოებულობა“ (5%), „ჩხუბი/დავა“ (5%) და „ღია პროცესი“ (4%). საერთო ჯამში, 11%-მა დადებითი ასოციაციები დაასახელა, 53%-მა კი - უარყოფითი. პასუხების 1% ნეიტრალური იყო, 2%-მა კითხვას საერთოდ არ უპასუხა", - წერს EMC. ასევე, გამოკითხვაში რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს თითოეულ კანდიდატზე, უნდა დანიშნულიყო თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. მოსახლეობის უმრავლესობას არ სმენია კანდიდატების შესახებ. მოსახლეობის დაახლოებით მეათედი მიიჩნევს, რომ შემდეგი კანდიდატები: ნინო ქადაგიძე (11%), გიორგი მიქაუტაძე (11%) და შალვა თადუმაძე (10%) უნდა დანიშნულიყვნენ უზენაეს სასამართლოში. დანარჩენ კანდიდატებზე დადებითი პასუხების წილი 10%-ზე ნაკლებია.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)