06:52 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 15:08:22, 1725 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ბიზნესის ინტერესები დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც

ბიზნესის ინტერესები დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფასების სპეკულაციური ზრდა განსაკუთრებით რეგიონებში დაფიქსირდა, მაგრამ მექანიზმი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რომელიც სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას გულისხმობს, რამდენიმე დღეში სიტუაციას დაარეგულირებს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის. ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პასუხისმგებლიანები; პასუხისმგებლობა მოეთხოვება ბიზნესსექტორს. მადლობას ვუხდი იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ასეთი ძალიან ბევრია. ეს კომპანიები მხარში დაგვიდგნენ - შეიქმნა მარაგები, რომ კრიტიკულ სიტუაციაში დაზღვეულები ვიყოთ. პარალელურად, ჩვენ ვნახეთ კომპანიების ქმედება, რომელიც, ვფიქრობ, მიუღებელია და ყოვლად დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, პრაქტიკულად, საომარ პირობებში. ჩვენ ვახორციელებთ მომარაგების და ფასების მუდმივ მონიტორინგს; შემოსავლების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ არასწორ ქმედებებზე გვქონდეს რეაგირება. ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ყოველდღიური დიალოგი გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მათი ინტერესები, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს, თუმცა დაცული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესებიც. განსაკუთრებით რეგიონებში დაფიქსირდა ფასების სპეკულაციური ზრდა, მაგრამ მექანიზმი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და რომელიც სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში სიტუაციას დაარეგულირებს. ერთეული შემთხვევები კიდევ იქნება; ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაძვირდა გარკვეული პროდუქცია, არ ვართ მოწყვეტილები რეალობას და, შესაბამისად, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics