|
2020-03-28 12:16:19, 2344 ნახვა
სამართალი
ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება”
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. თითოეულ საგუშაგოზე ოთხი მედიკოსი და ერთი ექიმია მობილიზებული. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილები. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე მედიკოსებს საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ, სადაც პუნქტის ექიმის მიერ ხდება ტემპერატურის გადამოწმება, კონტაქტების მოძიება და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის დამუშავება. მაღალი ტემპერატურის დადასტურებისას უფროსი ექიმი ეპიდემიოლოგიურ ჯგუფსა და აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრს აწვდის ინფორმაციას, მოქალაქე კი მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საინჟინრო ჯგუფის მიერ მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება ყველა საგუშაგოს მომარაგება მედიკამენტებით, სადეზინფექციო ხსნარითა და სამედიცინო ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.საველე სამედიცინო პუნქტთან 24-საათიან რეჟიმში ამბულანსია მობილიზებული, რომელიც სამხედროების მიერ გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე სამოქალაქო პირებისთვის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)