საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის“ 2018 წლის თავმჯდომარეობისათვის ემზადება
საქართველო, როგორც „Open government Partnership"-ში მონაწილე წარმატებული ქვეყანა, 2018 წლისათვის ინიციატივის თავმჯდომარეობისათვის ემზადება. Open government Initiative-ს საქართველო 2011 წლიდან შეუერთდა, მალევე დაწინაურდა და გახდა საზედამხედველო კომიტეტის წევრი, რაც მას საშუალებას აძლევს, როტაციული წესით, არჩეულ იქნას ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყნად.