20:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 15:01:44, 581 ნახვა

სამხედრო
კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“ გაიხსნა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის  სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც  საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა, ბენედიქტ ბორელმა გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

მონაწილეებს სიტყვით DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რეურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა მიმართეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. 

აღსანიშნავია, რომ  კურსის მიზანს  სამხედრო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება, კორუფციის რისკების, მათი პრევენციის ზომებისა და იმ სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართული სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას შეიარაღებული ძალების მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციათა ცენტრის (PSOTC) წარმომადგენლები ჯარისკაცებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტების,  შეიარაღებულ ძალებში ქცევის  კოდექსისა და გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. 

ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები  ხორციელდება.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics