ავღანეთში დაშავებულ ქართველ სამხედროს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.