|
2018-01-09 16:24:12, 1667 ნახვა
სამხედრო
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეთაურების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ყოფილ მეთაურებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკებს კობა გრიგოლიასა და მალხაზ კალმახელიძეს კი წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ 2018 წელს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ყურადღება ძლიერი შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს ასევე, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა. ახლადდანიშნულ მეთაურებს საბრძოლო დროშები სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა გადასცა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საბრძოლო დროშა წინამორბედისგან, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძისგან მიიღო. III ქვეითი ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს კი უფლებამოსილება პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გადააბარა. ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა; მიღებული აქვს აქვს მე-2 და მე-3 ხარისხის უწყებრივი მედლები, I ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მას მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი მხედრული მამაცობისთვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.
(NS)
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)