თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი სამხედრო მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისლამურმა სახელმწიფომ" ნიცაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოვებული სააგენტო Amaq-ი იუწყება.
ნიცაში თავდამსხმელთან კავშირში ეჭვმიტანილი 4 პირია დაკავებული, - ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთში მიმდინარე ორმხრივი შეტაკებებისას, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა, 1154 კი მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ადამიანების დაკავება გრძელდება. ამ დროისთვის 1563 მეამბოხეა დაკავებული, - ამის შესახებ Hurriyet სახელისუფლებო ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი ჰულუსი აკარი, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო, ტყვეობიდან გაათავისუფლებულია, -ამის შესახებ CNN Turk იუწყება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More